დიჯითალ მარკეტინგის სააგენტო სინეტი აცხადებს ვაკანსიას დიჯითალ მარკეტინგის უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე

მოვალეობების არასრული ჩამონათვალი:

*** უმცროსი კონსულტანტის მოვალეობა არის დაეხმაროს პროექტის მენეჯერს ქვემოთ ჩამოთვლილ მომართულებებზე მუშაობის პროცესში

 

  • კომპანიის საჭიროებების კვლევა და დიჯითალ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
  • დიჯითალ მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და რეპორტინგი;
  • ვებ საიტების ანალიზი და რეპორტინგი;
  • სოციალური მედიაში განხორციუელებული კამპანიების ანალიზი და რეპორტინგი
  • ონლაინ საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • სოციალურ მედიაში საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • ონლაინ სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
  • Google Analytics და Google Web Master Tools შედეგების ამოღება, ანალიზი და რეპორტინგი

აუცილებელი მოთხოვნები:

  • იღებდეს სიამოვნებას დიჯითალ მარკეტინგის სფეროში მუშაობით
  • ჰქონდეს ლოგიკარ აზროვნებას პლიუს “ცოტა” შემოქმედებითი აზროვნება
  • დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით განვითარების სურვილი
  • განათლება მარკეტინგის, ვების ან ჟურნალისტიკის მიმართულებით
  • სრული სურათის დანახვის უნარი
  • არასდროს არ ათქმევინოს გვერდთ მდგომს / მჯდომს ფრაზა “Let me google that for you”

სასურველია კანდიდატს წარმოდგენა ქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე:

  • Digital Marketing Strategy
  • Project Management
  • Digital Marketing Research
  • Social Media Marketing
  • UI / UX Web Design
  • Viral Marketing
  • Content Marketing
  • Online Advertising
  • Pay Per Click (PPC)
  • Paid Social Media Advertising
  • E-mail Marketing
  • Mobile Marketing
  • HTML Markup
  • Schema.org Markup
  • Search Engine Marketing (SEM)
  • Search Engine Optimization (SEO)
  • E-Commerce
  • Affiliate Marketing
  • Google Analytics
  • Google Web Master Tools

არ არის აუცილებელი:

  • თავდაყირა ჩამოკიდებული მუშაობის უნარი
  • მენეჯერის უსიტყვოდ მორჩილების უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მართვის მოწმობა A, B, C, D, E კატეგორა
  • 3D MAX-ის და Adobe Premiere-ის ცოდნა
  • C++, C#, Python, Perl, Pascal, Java პროგრამირების ენების ცოდნა
  • სინქრონულ ცურვაში 12 წლიანი გამოცდილება

CV-ში არ არის აუცილებელი:

  • მამის სახელის ჩაწერა
  • კლასიკური მუსიკის და კითხვის ჰობში მითითება
  • ფოტო, თქვენს საყვარელ კატასთან ერთად
  • WINDOWS XP / VISTA -ს ცოდნა
  • Internet Explorer-ის და E-mail-ის ცოდნა
  • მუსიკალური შვიდწლედის მითითება
  • დაბადების ადგილი და ეროვნება
  • უნივერსიტეტის კათედრაზე მიღებული სამხედრო წოდება
  • პარტიული მიღწევები
  • გავლენიანი ნათესავის რეკომენდატორად დასახელება

ანაზღაურება: 700 – 1200 ლარი, ცოდნის, გამოცდილების, ლოგიკურად და შემოქმედებითად აზროვნების მიხედვით

თუ:

  • თვლი რომ შეგიძლია აღნიშნული მოვალეობების შესრულება
  • აკმაყოფილებ აუცილებელ მოთხოვნებს
  • ნაწილობრივ მაინც წარმოდგენა გაქვს ჩამოთვლილ მიმართულებებზე (ან არ გაქვს, მაგრამ დიდი სურვილი გაქვს რომ გქონდეს და ხარ ამისთვის საკმარისად მოტივირებული)
  • შეგიძლია გააკეთო მოწესრიგებული CV, რომელიც არ იქნება ბანკის ან სხვა რომელიმე კომპანიის თემფლეითზე აწყობილი

არ აქვს მნიშვნელობა:

  • გოგო ხარ თუ ბიჭი
  • სტუდენტი ხარ თუ დაამთავრე უკვე
  • ყავა გიყვარს თუ ჩაი
  • iPhone 6s-ი გაქვს თუ ფანრიანი ნოკია
  • პირსინგი გაქვს თუ არა
  • ქერა ხარ თუ შავგვრემანი

ეს ვაკანსია შენთვის არის!

გამოაგზავნე CV (.pdf ფორმატში) ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: info@seenet.ge
Subject-ში მიუთითეთ: “დიჯითალ მარკეტინგის უმცროსი კონსულტანტი”

– წინასწარ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს