ინტერნეტ მაღაზია

  1. 1. მობილურ მოწყობილობაზე თავსებადი დიზაინი (Responsive Design)

    სტატისტიკის მიხედვით დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იყენებს მობილურ ტელეფონს ინტერნეტში სერფინგისთვის. მომხმარებლისთვის აუცულებელია მობილურზე მიიღოს სრულფასოვანი ინტერნეტ მაღაზია, ყველა იმ ფუნქციით რომელითაც აღჭურვილია ინტერნეტ მაღაზიის კომპიუტერული ვერსია.

  2. 2. ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტზე

    ფიზიკური მაღაზიისგან განსხვავებით, სადაც პროფესიონალი კოსულტანტი გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროდუქტზე, ინტერნეტში ეს შესაძლებლობა არ არსებობს. ინტერნეტ მომხმარებელს თითონ უწევს მოიძიოს ინფორმაცია პროდუქტზე, მის ვარგისიაონბაზე, ვიზუალურ მხარეზე, ფუნქციებზე და ა.შ. ამიტომ თუ არ მიაწვდით სრულ ინფრომაციას პროდუქტზე ის განაგრძობს სხვა საიტებზე ამ ინფორმაციის მოძიებას და რომელ საიტზეც ნახავს, შეიძლება იმავე საიტზე განახორციელოს შეძენა.

  3. 3. პროდუქციის ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალა

    მომხმარბლისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალურად შეაფასოს პროდუქტი სანამ მის შეძენას განახორციელებს, ამისათვის აუცილებელია ყველა ფოტო, რომელიც თან დაერთვება პროდუქტს იყოს ხარისხიანი და დიზაინერის მიერ დამუშავებული, საიტის სტანდარტების და ზომების გათვალისწინებით.

  4. 4. ონლაინ დახმარება და კონსულტაცია

    მომხმარებელს აქვს კითხვები, რომლებზეც საჭიროა კომპეტენტური ადმინისტრატორისგან მიიღოს რაც შეიძლება სწრაფი და ამომწურავი პასუხები.

  5. 5. საკონტაქტო ინფორმაცია

    საკონატქტო ინფორმაცია მომხმარებელს არწმუნებს კომპანიის ნამდვილობაში და მისი ნდობა, ისარგებლოს ამ კონკრეტული ონლაინ მაღაზიით უფრო მყარდება და პრობლემის შემთხვევაში ის შეძლებს რეალურ მაღაზიასთან დაკონტაქტებას. მომხმარებელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ რეალური მაღაზიიდან ყიდულობს და მისი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია დაცულია.